"საქართვეოს შესახებ ინფორმაცია ამერიკაში საკამრისი არაა", - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა რომ მეტიამერიკელი ინვესტორი ჩამოვიდეს საქართველოში და გაეცნოს აქ არსებულ შესაძლებლობებს.
'ჩემი აზრით საელჩოს ერთერთი მისია რომ სავაჭრო მისიები ჩამოყვანოს საქართველოში. ასევე მთავრობამაც უნდა იმუშავოს და დაანახოს ინვესტორებს რომ საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივია. საქართველოს გეოგრაფიულად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ის ახალი აბრეშუმის გზაგასაყარზე მდებარეობს და მოუთმენლად ველი როგორც საქართველოს მტავრობასთან ასევე ამერიკელ ბიზნესმენებთან მუშაობას, რათა გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა მისი პოტენციალის შესახებ. ეს ორივე მხარის ინტერესია, - ამერიკის ინტერესია, რომ საქართველო დასავლური სამყაროს სტაბილური წევრი გახდეს, საქართველოს ინტერესი კი მეტი უცხოელი ინვესტორის ქვეყანაში შემოსვლაა", - განაცხადა ელჩმა.

























