აგვისტოში საერთაშორისო რეზერვები მცირედით შემცირდა როგორც წინა თვესთან, ისე წინა წლის აგვისტოსთან შედარებით. 2018 წლის აგვისტოში მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2,911 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.1%-ით, წინა თვესთან მიმართებით კი 0.5%-ით ნაკლებია. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში სებ-ის მიერ სავალუტო აუქციონზე განხორციელდა 278.4 მლნ აშშ დოლარის, 2017 წელს 129.8 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2018 წლის აპრილ-აგვისტოში 76.7 მლნ აშშ დოლარის შეძენა. 2016 წელს განხორციელდა 280.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა ლარის კურსზე ერთჯერადი შოკების გასანეიტრალებლად.

























