მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-აპრილში საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა შემცირდა

592e878cadc51
BM.GE
31.05.17 13:04
1450
2017 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა შემცირდა, - იანვარ აპრილში რკინიგზამ 9,389 TEU ერთეული კონტეინერი გადაზიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი 11,234 ერთეული იყო.

ჯამში რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 3,625,560 ტონა შეადგინა, გასულ წელს კი ეს ციფრი 3,763,328 ტონას შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები