სებ-მა 2024 წლის ივლისში 1.9 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით აღალი სავალუტო შემოდინების ფონზე.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 68.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 7 თვეში ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა 288.5 მლნ აშშ დოლარი. ხოლო გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება რეზერვებს, 2024 წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 4.671 მლრდ დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თვიურ ჭრილში სავალუტო რეზერვები 90.5 მლნ დოლარითაა გაზრდილი. თუმცა წლიურ ჭრილში საერთაშორისო რეზერვები ჯამურად 764.5 მლნ დოლარითაა შემცირებული. 2023 წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 5.436 მლრდ დოლარს შეადგენდა.