მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-ივლისში ევროკავშირთან ექსპორტი 25%-ით, დსთ-სთან კი 27%-ით შემცირდა

57b6b3446a5f8
BM.GE
19.08.16 11:20
1159
2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6548 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5426 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით მეტი). აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 3869 მლნ. აშშ დოლარს (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივლისში 4304 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 898 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1677 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 254 მლნ. აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1423 მლნ. აშშ დოლარი (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2015 წლის იანვარ- ივლისში შესაბამისად 31, 27 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივლისში 34 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ივლისში 1393 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 11 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 358 მლნ. აშშ დოლარი (27 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1035 მლნ. აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 21 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 32 პროცენტი და იმპორტში 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივლისში შესაბამისად 28, 39 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ივლისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ივლისში 19 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები