მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

59671c2a49035
BM.GE
13.07.17 11:05
1624
2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4829.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1249.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3580.3 მლნ. აშშ დოლარი (8.6 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები