იანვარ-მაისის პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 254,4 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
აქედან, საბანკო სექტორის მაისის წმინდა მოგება 74,03 მლნ ლარია.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, იანვარ-მაისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 985 863 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 5 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69 მილიონი ლარით აღემატება, - გასულ წლის იანვარ-მაისში ბანკებმა 185 მილიონის მოგება მიიღეს.

























