მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-მაისში ელექტროენერგიის იმპორტი 4.8%-ით გაიზარდა

5d0cda206a682
დავით ჯალაღონია
22.06.19 10:50
993
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 614.101 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (585.959 მლნ კვტ.სთ) 4.8%-ით მეტია.

2019 წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა. კერძოდ, იანვარ-მაისში რუსეთიდან 74.431 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც 2018 წლის 5 თვის მაჩვენებელზე (31.177 მლნ კვტ.სთ) 138.7%.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-მაისში 539.67 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (510.459 მლნ კვტ.სთ) 5.7%-ით მეტია.

იმპორტისგან განსხვავებით, ექსპორტის მაჩვენებლები უფრო მოკრძალებულია. 2019 წლის ხუთ თვეში საქართველოდან 134.504 მლნ კვტ.სთ ექსპორტი განხორციელდა - 48.6%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ელექტროენერგია რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები