2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია;
ექსპორტი 126%-ით (322,835 ბოთლი) გაიზარდა აშშ-ში, 27%-ით ჩინეთში (2,972,733) და 18%-ით (1,540,182) პოლონეთში;
სააგენტოს ცნობით, ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46,254 ბოთლი), ისრაელი - 72% (131,184), ლიეტუვა - 57% (270,564), ბელარუსი - 47% (680,906), ესტონეთი - 33% (287,582), ნიდერლანდები - 27% (42,380), კანადა - 26% (76,860), მონღოლეთი - 22% (106,452), გერმანია - 9% (274,721), რუსეთი - 5% (21,372,581) და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილს კი, კვლავ რუსეთი (21,372,581) იკავებს, რომელსაც უკრაინა (3,080,562), ჩინეთი (2,972,733), პოლონეთი (1,540,182) და ყაზახეთი (1,223,256) მოჰყვება.
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6,047,911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1,957,553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ – 1,509,961 (ზრდა 10%), ახაშენი - 638,878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402,802 (ზრდა 43%) და ა.შ.
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

























