"საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან 31,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (27,1 მლნ აშშ დოლარი) იმპორტი თანხობრივად, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტის მოცულობას კილოვატი საათების მიხედვით, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში 787 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც დაახლოებით 28%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.
ცნობისთვის: 2020 წლის მაისის ჩათვლით ქვეყანამ 5 მლრდ 198.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის იანვარ-მაისის ჯამურ მონაცემებთან შედარებით 2.1%-ით ნაკლებია.

























