"საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ჯამურად, 27 მლნ 115.6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია შეიძინა.
აღნიშნული მაჩვენებელი (30 მლნ 393.8 აშშ დოლარი) 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 10.8%-ით ჩამოუვარდება.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 614.101 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (585.959 მლნ კვტ.სთ) 4.8%-ით მეტია.
2019 წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა. კერძოდ, იანვარ-მაისში რუსეთიდან 74.431 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც 2018 წლის 5 თვის მაჩვენებელზე (31.177 მლნ კვტ.სთ) 138.7%.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-მაისში 539.67 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (510.459 მლნ კვტ.სთ) 5.7%-ით მეტია.

























