ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოში ტურისტული ვიზიტების და საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს.
2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა 4.6%-ია.
რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, მათმა რაოდენობამ 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე. (ზრდა +4.2%)
2019 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით კი საქართველოში 2,265,318 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2.9%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,230,649 შეადგინა, რაც 56,608-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. (ზრდა +4.8%)
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

























