2025 წლის I კვარტალში საქართველოს ევროკავშირიდან ტურისტული შემოსავალი შეუმცირდა.
სებ-ის მონაცემებით, იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდ ბრიტანეთიდან ქვეყანამ სულ 103.2 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლის ჭრილში 4.8%-იანი კლებაა.
შესაბამისად, ევროკავშირის წილი მთლიან შემოსავალში 12.5%-ით განისაზღვრა.
I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:
- რუსეთი - 141.8 მლნ დოლარი/კლება 17.2%;
- ისრაელი - 114.2 მლნ დოლარი/ზრდა 73.7%;
- თურქეთი - 107.1 მლნ დოლარი/კლება 8.8%;
- ევროკავშირი - 103.2 მლნ დოლარი/კლება 4.8%;
- აზერბაიჯანი - 48.6 მლნ დოლარი/ზრდა 19.8%;
- უკრაინა - 33.7 მლნ დოლარი/ზრდა 2%;
- სომხეთი - 28.2 მლნ დოლარი/კლება 10%;
- ირანი - 27.2 მლნ დოლარი/კლება 8%;
- ბელარუსი - 15.9 მლნ დოლარი/კლება 3.8%;
- საუდის არაბეთი - 8.7 მლნ დოლარი/ზრდა 12.3%;
- დანარჩენი ქვეყნები - 197.4 მლნ დოლარი/ზრდა 6%.




























