მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

58ef25debbc52
BM.GE
13.04.17 11:11
1005
2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 577 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები