მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ-სექტემბერში საგამოძიებო სამსახურმა 15 კგ ოქრო და 170 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

59bf839dc1d62
თელარა გელანტია
18.09.17 12:27
857
ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად, არადეკლარირებულ მეწარმე სუბიქეტებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 69 931 610 ლარო დაერიცხათ.

ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ ჟურნალისტებს კახეთში გამართულ მედია-სემინარზე მიაწოდა.

მისვე ცნობით, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი ღინოსძიებების შედეგად ამოღებულია 15 114,09 გრამი ოქრო, რომლის საბაზრო ღირებულება 1 096 641, 76 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მოცემულ პერიოდში ამოღებულია 170 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება დაახლოებით, 0.5 მლნ ლარია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, საანგარიშო მონაკვეთში ბიუჯეტში მობილიზებულმა თანხებმა შეადგინა 11 851 408 ლარი.

ამასთან, 2017 წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში გამოძიება დასრულდა და სასამართლოში გადაიგზავნა 351 სისხლის სამართლის საქმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები