მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-სექტემბრის პერიოდში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

6343d255aac15
BM.GE
10.10.22 14:18
440
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-სექტემბრის პერიოდში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,94 ათასი ტონა, რაც 2,02 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,92 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 3,04 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 19,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 2,89 ათასი ტონა (18,1%); რუსეთი - 1,85 ათასი ტონა (11,6%); გერმანია - 1,68 ათასი ტონა (10,5%) და სხვა.

2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 94.7 ათასი ტონა, რაც 30,6 ათასი ტონით ანუ 47,7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (64,1 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,6% (56,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 18,8% (17,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 13,8% (13,1 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 5,1% (4,8 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 2,7% (2,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები