მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა

641d5bb41eda2
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.23 13:10
514
იანვარ-თებერვალში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა - ინფორმაციას ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 18,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10,8 ათასი ტონით, ანუ 135%-ით მეტია (8 ათასი ტონა).

2023 წლის 2 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმი ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთიდან - 13 ათასი ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 69.1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3.1 ათასი ტონა (16,5%); თურქეთი - 2,1 ათასი ტონა (11,2%); აზერბაიჯანი - 0,6 ათასი ტონა (3,2%);

2023 წლის იანვარ-თებერვალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 7,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,8 ათასი ტონა) შედარებით 2,3 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით მეტია.

2023 წლის 2 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (7,11 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები