მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ–ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი – შემცირდა

5b49f68b4ac59
BM.GE
14.07.18 17:20
918

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის იმპორტი ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან განხორციელდა და მათგან ყველაზე მეტი აზერბაიჯანიდან, 516.6 მლნ კვტ.სთ, ყველაზე ნაკლები კი – სომხეთიდან, 7.8 მლნ კვტ.სთ.

საერთო ჯამში, 2018 წლის იანვარ–ივნისის პერიოდში იმპორტირებულმა ელექტროენერგიამ 592.1 მლნ კვტ.სთ შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი ნახევარის მონაცემებზე დაახლოებით, 33%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ექსპორტს, ეს მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 5%–ით, 456.3 მლნ კვტ.სთ–მდე გაიზარდა. წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ელექტროენერგია აზერბაიჯანში გაიყიდა – 317.5 მლნ კვტ.სთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები