მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში 1082 ავტომობილიანი კონტეინერი დამუშავდა - APM Terminals Poti

ფოთის პორტი

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" მონაცემებით, 2026 წლის იანვრის თვეში კომპანიის მიერ დამუშავდა 1082 მანქანიანი კონტეინერი. მაჩვენებელი წლიურად შემცირებულია, რადგან 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 1483 მანქანიანი კონტეინერი დამუშავდა.

2026 წლის იანვარში "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" 54 527 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2025 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 15%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2025 წლის იანვარში 47 265 TEU, ხოლო 2024-ში 42 588 კონტეინერი დამუშავდა.

ამავდროულად, 34%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ იანვრის თვეში 35 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2025 წლის იგივე პერიოდში - 26, 2024-შიც 26.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2026 წლის იანვარში 16 612 ტონა ტვირთი დამუშავდა. შარშან ამ დროს ეს რაოდენობა 31 356 ტონას შეადგენდა.

მსუბუქი ავტომობილები საქართველოს ნომერ პირველი საიმპორტო საქონელია. 2025 წელს ქვეყანამ 3.5 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა, რაც 11.8%-იანი წლიური ზრდა იყო. საქართველოს მთლიან იმპორტში ავტომობილებზე 21.3% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები