იანვარში, აქთაუს პორტის გავლით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საკონტეინერო გადაზიდვა გაორმაგდა - ინფორმაციას "ყაზახეთის რკინიგზა" აქვეყნებს.
უწყების მონაცემებით, იანვარში აქთაუს პორტის ტვირთბრუნვამ 360 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12.7%-ით მეტია 2023 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. გასული თვის განმავლობაში, პორტის მეშვეობით, 3 ათასი ტონა მარცვლეული და 310 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება მოხდა.
ამასთან, გადამუშავდა 2 300 -ზე მეტი კონტეინერი, რაც წლურად 30 %-იან ზრდას აჩვენებს. კონტეინერების უდიდესი წილი - 2000 TEU ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით გაიგზავნა, ეს კი, წლიურ ჭრილს თუ შევხედავთ გაორმაგებული მაჩვენებელია.