ამერიკის შეერთებულ შტატებში იანვარში 304,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. NBC წერს, რომ ეს პროგნოზზე თითქმის ორჯერ მეტია.
ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი Shutdown რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა ამას ასობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნაში ხელი არ შეუშლია.
ცხადია, ფედერალური სახსრების არარსებობა ეკონომიკისთვის მაინც სერიოზული დანაკლისია და ზარალი $11 მილიარდს უტოლდება, უმუშევრობის მაჩვენებლი 4%-ზეა, დასაქმებულების ანაზღაურება კი, 3.2%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, საგადასახადო ცვლილებების ეფექტი ნელ-ნელა უფერულდება, შესაბამისად, ექსპერტები ზრდის 2.3%-მდე შემცირებას ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ Shutdown-ის დროს 800,000 ადამიანი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.

























