საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში ბულგარეთში ექსპორტი 1 210.5%-ით გაიზარდა და 11. 5 მლნ დოლარი შეადგინა.
ამ მაჩვენებლით ბულგარეთი მერვე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 2.8%-იანი წილით.
მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. ამ ერთ პროდუქტზე მოდის ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 91%-ზე მეტი და მაჩვენებლის მკვეთრი ზრდაც ამ პროდუქტს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში ბულგარეთში სპილენძის მადნები და კონცენტრატები ექსპორტზე არ გასულა. ჯამურად კი 2024 წელს 54.8 მლნ დოლარის 23 372 ტონა მადნები გავიდა.
2025 წლის იანვრის მონაცემებით, TOP 5 პროდუქტი, რასაც ბულგარეთში ვყიდით შემდეგია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 10.5 მლნ დოლარი/4 777 ტონა;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი - 413.5 ათასი დოლარი/49 ტონა;
- შესაფუთი ტომრები და პაკეტები - 214.5 ათასი დოლარი/80 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 65.7 ათასი დოლარი/107 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 52.5 ათასი დოლარი/0.5 ტონა.