მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა - რა იყო მთავარი ფაქტორები?

საქართველოს ეკონომიკა იანვარში 11%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ თვეში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-ით არის გაზრდილი. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განმარტებით, იანვარში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროში არსებული მატება, ლოგისტიკის სფეროში არსებული ზრდა იყო. გოგიტა თოდრაძის გუნდში აღნიშნავენ, რომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ჩამოტანილ ნახატებსა და ქანდაკებებს არ ჰქონდა. რამ გაზარდა ეკონომიკა 11% - კითხვაზე მყარი არგუმენტები არ აქვთ ეკონომისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები