მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში ელექტროენეგიის შიდა მოხმარება წლიურად 7.2%-ით გაიზარდა

58b8221f796bc
BM.GE
02.03.17 18:00
1144
იანვარში ელექტროენეგიის შიდა მოხმარება წლიურად 7.2%-ით არის გაზრდილი. G&T-ის ინფორმაციით, ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები თელასის (+10.5% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+17.9% წ/წ) გაზრდილი მოხმარება იყო.

გამანაწილებელი ლიცენზიანტების მოხმარება იანვარში წლიურად 5.8%-ით არის გაზრდილი: ენერგო-პროს მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2.7%-ით, კახეთის ენერგოდისტრიბუციის 7.7%-ით, ხოლო თელასის აბონენტთა მოხმარება, რომელიც გასული 5 თვის მანძილზე წლიურ 20%-ზე მაღალი ტემპით იზრდებოდა, 10.5%-ით გაიზარდა.

აფხაზეთის რეგიონის მოხმარება იანვარში წლიურად 6.9%-ით არის გაზრდილი და ენგურისა და ვარდნილის მიერ იანვარში გამომუშავებული ელექტროენერგიის 94.8% შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (+17.9% წ/წ), თუმცა აღსანიშნავია 2016 წლის იანვრის საკმაოდ დაბალი ბაზა (-24.7% წ/წ).

ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უმსხვილესი პირდაპირი მომხმარებლის (ჯამური პირდაპირი მოხმარების 78.5%), ჯორჯიან მანგანეზის, მოხმარების ზრდაა (+24.9% წ/წ); აქაც აღსანიშნავია 2016 წლის იანვრის დაბალი ბაზა (-28.3% წ/წ). ჯორჯიან მანგანეზის მოხმარების ზრდამ საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი (1.7 პროცენტული პუნქტი 7.2%-იანი ჯამური ზრდის) შეიტანა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ჯამურ ზრდაზე 2017 წლის იანვარში.

ელექტროენერგიის ექსპორტი იანვარში უმნიშვნელო იყო, ხოლო აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტმა 9.7 გვტ.სთ. შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები