საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იანვარში 120%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 8,7 მლნ აშშ დოლარის 467 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა, მაშინ როცა 2024 წლის იანვარში ელექტრომობილების იმპორტის მოცულობა 3,9 მლნ აშშ დოლარი და 189 ცალი იყო, ხოლო 2023 წლის იანვარში კიდევ უფრო ნაკლები - 2,5 მლნ აშშ დოლარის 93 ელექტრომობილი შემოვიყვანეთ.
იმპორტის ზრდა გასული წლების შედარებისასაც გაორმაგებაზე მიუთითებს. კერძოდ, 2024 წელს ჯამურად საქართველოში 107 მლნ აშშ დოლარის 5 454 ელექტრომობილი შემოვიდა, 2023 წელს კი, 55,6 მლნ აშშ დოლარის 2 151 ელექტრომობილი.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, პირველ ადგილზე აშშ-ია 338 ელექტრომობილით (4,9 მლნ აშშ დოლარი), მეორეზე - ბელგია (1,6 მლნ აშშ დოლარი, 40 ცალი), ხოლო ჩინეთი მესამეზეა 912 000 აშშ დოლარის ღირებულების 45 ელექტრომობილით.
გასული წლის მონაცემებით კი, ელექტრომობილების საიმპორტო ქვეყნების ათეული შემდეგია:
- აშშ - 55,3 მლნ აშშ დოლარი - 3313 ელექტრომობილი
- ჩინეთი - 21,5 მლნ აშშ დოლარი - 841 ელექტრომობილი
- გერმანია - 13,3 მლნ აშშ დოლარი - 199 ელექტრომობილი
- იაპონია - 5,7 მლნ აშშ დოლარი - 840 ელექტრომობილი
- ბელგია - 2,6 მლნ აშშ დოლარი - 60 ელექტრომობილი




























