ბათუმში ხელოვნური კუნძულების პროექტის, “ამბასადორი აილენდ ბათუმის” მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის განხორციელების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ ხმელეთის 26 ჰექტარიანი ნაკვეთი უკვე შესულია ექსპლუატაციაში, იანვარში კი ეს ფართობი 48 ჰექტრამდე გაიზრდება. როგორც “ბიზნესის კვირეულთან” “ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ განაცხადა, ქვეყანაში მშენებარე პირველი კუნძულის პროექტი ყველა ვადის და პირობის დაცვით მიმდინარეობს.
ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი შენობას 2026 წლის გაზაფხულზე ვიხილავთ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ამბასადორი აილენდ ბათუმმა" უკვე მიიღო ულტრათანამედროვე პროექტზე მშენებლობის ნებართვა და დღეს აქტიურად მიმდინარეობს ფუნდამენტის და ხიმინჯების სამუშაოები. მეორე უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაანონსდა დამოუკიდებელი ინვესტორი FK Development-ი ახორციელებს და ეს არის Tonino Lamborghini Tower Batumi, რომელიც საკოლექციო ტიპის უძრავ ქონებას შექმნის. მესამე პროექტს კი აიჯი დეველოპმენტი ააშენებს. საუბარია ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრზე, რომელიც 120 000 მ²-ზე იქნება გაშენებული.
გოჩა კამკია - “ამბასადორი აილენდის” გენერალური დირექტორი
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად


































