ბათუმში ხელოვნური კუნძულების პროექტის, “ამბასადორი აილენდ ბათუმის” მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის განხორციელების დაწყებიდან 8 თვის შემდეგ ხმელეთის 26 ჰექტარიანი ნაკვეთი უკვე შესულია ექსპლუატაციაში, იანვარში კი ეს ფართობი 48 ჰექტრამდე გაიზრდება. როგორც “ბიზნესის კვირეულთან” “ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ განაცხადა, ქვეყანაში მშენებარე პირველი კუნძულის პროექტი ყველა ვადის და პირობის დაცვით მიმდინარეობს.


































