საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის იანვარში განხორციელებული სავალუტო შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში Bmatch პლატფორმით შესყიდული რეზერვების ოდენობამ 86.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამასთან, იანვარში მთლიანად რეზერვები 141 მილიონი დოლარით, 6.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო ერთ წელში კი სავალუტო რეზერვები 1.86 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც როგორც სებ-ის მიერ განხორციელებულ წმინდა შესყიდვებს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სებ-ის საკუთრებაში არსებული ოქროს რეზერვების მოცულობა 141 მილიონი დოლარით, 1.14 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ერთწლიან ჭრილში კი ოქროს რეზერვების მოცულობა 498 მილიონი დოლარით გაიზარდა.




























