მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში გახდება ცნობილი, რომელი მედიკამენტების ბაზარს შეისწავლის კონკურენციის სააგენტო

5c1b8e8b7cdc1
დათო ჯალაღონია
20.12.18 16:45
580
იანვარში გახდება ცნობილი, რომელი მედიკამენტების ბაზარს შეისწავლის კონკურენციის სააგენტო.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის განცხადებით, მისი უწყება იმ მედიკამენტების ბაზარს შეისწავლის, რომელთაც საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

„სეგმენტების გამოყოფაზე მუშაობას ვასრულებთ და პირველი იანვრისთვის უკვე გვექნება იმ წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც მონიტორინგს დავიწყებთ. ყველაფერზე მონიტორინგს ვერ დავიწყებთ, ამას ჩვენი რესურსი არ ეყოფა, მაგრამ საკმაოდ აქტიურად ვიმუშავებთ. აქ ალბათ ყველაზე მოხმარებად და სოციალურად მნიშვნელოვან წამლებზე გვექნება აქცენტი“, - განუცხადა ხადურმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ხადურის უწყება ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად იწყებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები