იანვარში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე გაიზარდა და 2% შეადგინა. მართალია, ინფლაცია სამიზნე 3%-ზე ქვემოთაა, თუმცა გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული საქართველოში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა. რა ახდენს გავლენას ამ ეტაპზე ინფლაციის ფორმირებაზე, რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში ქვეყანაში და შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით რა დიაპაზონში იმოძრავებს სამომხმარებლო ფასების ინდექსი.