იანვარში საქართველოს ეკონომიკა თითქმის 6%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, ასევე კომუნიკაციების სექტორმა შეიტანა. რას გვიჩვენებს 2024 წლის პირველი თვის ზრდის მაჩვენებელი, ამოიწურა თუ არა მიგრანტების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე და რამ უნდა შეუწყოს წელს ხელი ეკონომიკურ აქტივობას. რას გვაჩვენებს იანვრის ეკონომიკური ზრდა და როგორია მოლოდინები?