მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში ქართული საბანკო სექტორის აქტივები 870 მილიონი ლარით შემცირდა

5c74006486d5f
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.19 19:07
1133
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები 38.8 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წლის პირველი იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 870 მილიონი ლარით ანუ 2.2%-ით ნაკლებია.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირებამ 1.8% შეადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აქტივებთან ერთად ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიც შემცირდა. იანვარში დეპოზიტების კლებამ 450 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები