მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში რუსეთში ციტრუსის ექსპორტი 418.2%-ით გაიზარდა - კიდევ სად ვყიდით საქონელს?

ციტრუსი

2024 წლის იანვარში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი 185%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ დასახელების საქონლის რეალიზებით ქვეყანამ წლის პირველივე თვეს 7 მილიონ 852 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

შედეგად ახალი ან გამხმარი ციტრუსმა ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 2.3%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა. იანვარში სრულად 12 854 ტონა ციტრუსი გაყიდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით გასამმაგებული მაჩვენებელია.

საქართველოდან ციტრუსის მთავარი საექსპორტო ბაზარი იანვარში, ისევე როგორც სხვა პერიოდებში, რუსეთი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ექსპორტირებულ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში ციტრუსმა მეორე ადგილი დაიკავა. საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით 6 მილიონ 514 ათასი დოლარის ღირებულების 10 131 ტონა ციტრუსი გავიდა. ექსპორტის ღირებულება რუსეთში 418.2%-ით, ხოლო მოცულობა კი 293.4%-ით გაიზარდა.

ექსპორტი გაზრდილია სომხეთშიც, სადაც იანვარში 1 მილიონ 257 ათასი დოლარის 2 575 ტონა მანდარინი გავიდა (2022 წლის იანვარი - $722 ათასი, 1 486 ტონა). მცირე მოცულობებით ციტრუსი გაიყიდა უკრაინაში ($34 ათასი, 42 ტონა), აზერბაიჯანში (33 ათასი, 84 ტონა) და ყაზახეთში ($12 ათასი, 20 ტონა).

ცნობისთვის, საქართველოში ციტრუსის ექსპორტი ძირითადად ნოემბრიდან, ანუ მოსავლის კრეფის დაწყებიდან იწყება გაზაფხულამდე გრძელდება. ექსპორტის ოფიციალური მონაცემებით, 2023-2024 ციტრუსის სეზონი რეკორდული აღმოჩნდა, ნოემბრიდან იანვარის ჩათვლით ქვეყნიდან 35 მილიონი დოლარის ღირებულების 54 327 ტონა ციტრუსი გავიდა. მაშინ როდესაც 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2023 წლის იანვარში ქვეყნიდან 14 მილიონ 787 ათასი დოლარის 25 493 ტონა ციტრუსი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები