მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, LPG-ის კი გაიზარდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

იმპორტ

იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) კი გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

2024 წლის იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 4.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,6 ათასი ტონა) შედარებით 4.9 ათასი ტონით ანუ 51%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის იანვარში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან - 2,4 ათასი ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 51.1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 2,2 ათასი ტონა (46,8%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (2,1%);

რაც შეეხება გათხევადებული აირების იმპორტს, 2024 წლის იანვარში LPG-ის იმპორტმა 5,61 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,03 ათასი ტონა) შედარებით 1,58 ათასი ტონით ანუ 39,2%-ით მეტია.

იანვარში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% (5,60 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები