მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდა შენარჩუნდა

6418af1d741e4
ნინო ტაბატაძე
21.02.23 12:00
62
იანვარში საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდა შენარჩუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 3.1 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, 100 000 ტონით მეტი 2022 წლის იანვართან შედარებით. აქედან 1 მლნ ტონა ტვირთი საქართველოს ნავსადგურებმა გადაამუშავა. ზრდა ძირითადად საკონტეინერო მიმართულებით იყო. წლის პირველ თვეში პორტებში 44 122 TEU კონტეინერის გატარება მოხდა, რაც წლიურად 53.8%-იანი ზრდა.

საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერები

ფოთის საზღვაო ნავსადგური - 35 049 TEU (2022 წ. იანვარში 21 256 TEU)
ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 9 083 TEU (2022 წ. იანვარში 7 325 TEU)

ამასთან ფოთის პორტი 0.6 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, ბათუმის პორტი - 0.4 მლნ ტონას.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთი / 2023 წლის იანვარი

საავტომობილო - 2.1 მლნ ტონა
რკინიგზა - 1.1 მლნ ტონა (+0.1 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები