იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა.
აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 31%ით გაიზარდა.

























