მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის იანვრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 27 870 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 160 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასხჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები