მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში ყველაზე მეტად ღვინის, მედიკამენტების და სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა

58a2c5a24b0ae
BM.GE
14.02.17 12:52
1746
2017 წლის იანვარში, წინასწარი შედეგებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია. აქედან:

• ექსპორტი 45%-ით გაიზარდა და 177 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა
• იმპორტი 15%-ით გაიზარდა და 474 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარში 298 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46 პროცენტი შეადგინა.

2017 წლის იანვარში 177 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 45%-ით და 55 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე.

მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია - 44.3 მლნ აშშ დოლარი (39%-ით და 12.5 მლნ აშშ დოლარით მეტი), სამრეწველო პროდუქცია - 132.7 მლნ აშშ დოლარი (47%-ით და 42.5 მლნ აშშ დოლარით მეტი).

უფრო დეტალურად:

• ღვინო - ექსპორტი 10.2 მლნ აშშ დოლარი (104%-ით და 5.2 მლნ. აშშ დოლარით მეტი)
• მინერალური წყალი - ექსპორტი 7.6 მლნ აშშ დოლარი (35%-ით და 2 მლნ. აშშ დოლარით მეტი)
• სპირტიანი სასმელების - ექსპორტი 7.5 მლნ აშშ დოლარი (185%-ით და 5 მლნ. აშშ დოლარით მეტი)
• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტი 3.2 მლნ აშშ დოლარი (111%-ით და 1.8 მლნ აშშ დოლარით მეტი)
• ცხვრის ხორცი - ექსპორტი 1.1 მლნ აშშ დოლარი (წ.წ იანვარში ექსპორტი არ განხორციელებულა)
• ფეროშენადნობები - ექსპორტი 23.7 მლნ აშშ დოლარი (6-ჯერ და 20 მლნ აშშ დოლარით მეტი)
• სპილენძის მადნები - ექსპორტი 33.2 მლნ აშშ დოლარი (34%-ით და 9 მლნ აშშ დოლარით მეტი)
• აზოტოვანი სასუქების - ექსპორტი 11 მლნ აშშ დოლარი (65%-ით და 4 მლნ აშშ დოლარით მეტი)
• მედიკამენტები - ექსპორტი 9.3 მლნ აშშ დოლარი (85%-ით და 4.3 მლნ. აშშ დოლარით მეტი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები