მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარ–თებერვალში ექსპორტი 13.2%–ით გაიზარდა, იმპორტი – 0.1%–ით

5c909a8eb5c9b
BM.GE
19.03.19 11:28
1022
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 739.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.6%–ით აღემატება.

აქედან, ექსპორტი 505.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (13.2%–ით მეტი), ხოლო იმპორტი – 1 234.8 მლნ აშშ დოლარს (0.1%–ით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9% პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში, ექსპორტმა, რეექსპორტის გარეშე, 342.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2%–ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (81.3 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (58.4 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (39.6 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (194.0 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (142.0 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (126.0 მლნ. აშშ დოლარი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები