მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრიდან დღემდე, კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინის ბაზარმა $700 მილიარდი დაკარგა

5bf81256355e6
BM.GE
23.11.18 19:00
1383
კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბაზარი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მძიმე დარტყმის ქვეშაა.  ყველაზე მნიშვნელოვანმა კრიპტოვალუტამ - ბიტკოინმა ღირებულების 20%-ზე მეტი დაკარგა და ახლა $4251 ღირს. ასეთივე ვარდნა განიცადეს სხვა კრიპტოვალუტებმაც.

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია 2018 წლის იანვრიდან დღემდე $700 მილიარდით არის დაცემული.

კრიპტოვალუტების ვარდნის ერთერთი მიზეზი ბიტკოინ ქეშის გაყოფა იყო.

კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებული ვარდნა მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი IT კომპანიის NVIDIA-ს აქციების ღირებულებაზეც აისახა. იმის გამო, რომ კომპანია მაინინგის ეკოსტსიტემისთვის საჭირო აპარატურას ამზადებს, კრიპტოვალუტების ვარდნამ ინვესტორებს გაუჩინა მოლოდინი, რომ მომავალში NVIDIA-ს პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირდება. 15 ნოემბერს კომპანიის აქცია $202 ღირდა, ახლა კი $144-ად ივაჭრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები