მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვრის შუა რიცხვებში ლილოში McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხნის მშენებლობა დაიწყება

5e0f2ea9241ff
თელარა გელანტია
03.01.20 16:30
1944
თბილისში, ლილოში McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხნის მშენებლობა იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა გასული წლის ბოლოს მიიღეს და აქტიური პროცესი, სავარაუდოდ, საახალწლო პერიოდის ჩავლის შემდეგ დაიწყება.

McDonald’s-ის ბურგერის პურის ქარხნის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ ევროა.

„როგორც იცით, სწრაფად ვაშენებთ, ამიტომ ჩვენი გათვლებით, 7 თვეში უკვე დავიწყებთ ფუნთუშის წარმოებას - წლიურად 60 მლნ ცალი იქნება წარმადობა. ჩვენთან წარმოებული პურით მომარაგდება სომხეთის და აზერბაიჯანის McDonald’s-ები. ამ ქარხნის ამუშავების შემდეგ, საქართველო იქნება მსოფლიოში ბურგერის პურის მწარმოებელი მეოთხე ქვეყანა McDonald’s-ის ტექნოლოგიით. ჩვენი ლოჯისტიკური ცენტრი McDonald’s-ის მომარაგების ერთიან რუკაზე გამოჩნდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, 2020 წლის განმავლობაში „ძალიან სერიოზული პროექტების განხორციელებას“ გეგმავს. კერძოდ, წელს McDonald’s-ის ქსელს კიდევ ორი რესტორანი დაემატება კახეთის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ხეივანზე. ასევე, თებერვლის ბოლოსთვის სრულად დამთავრდება „კოკა-კოლას“ ქარხნის ნატახტარში გადატანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები