საინფორმაციო სააგენტო TT-ის ინფორმაციით, შვედეთში ტემპერატურა 43,6 გრადუსამდე დაეცა. მათი ცნობით, ეს 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.
ყინვების გამო, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია, რამდენიმე რეგიონში კი ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, უსაფრთხოების ზომები მიიღეს.
პოლიციამ მძღოლებს მოუწოდა, ზედმეტ მოგზაურობებს თავი აარიდონ.
ამასთან, დღეს, 300-ზე მეტი წყალდიდობის შესახებ გავრცელდა ინგლისსა და უელსში, ხოლო 10 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.