მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონელ ეპიდემიოლოგს არ სჯერა, რომ ტოკიოს ოლიმპიადია 2021 წელს ჩატარდება

5ed634e4d3f8b
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.20 21:00
1319
იაპონიის ერთ-ერთმა წამყვანმა ეპიდემიოლოგმა კენტარო ივატამ შეაფასა 2021 წელს ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების შანსები.

„პირადად მე პესიმისტური განწყობა მაქვს. თამაშების ჩატარებისთვის საჭიროა ორი პირობის შესრულება: პირველი – იაპონიამ კორონავირუსი ქვეყნის შიგნით უნდა დაამარცხოს. მეორე – კორონავირუსი მთელს მსოფლიოში სხვა ქვეყნებმა უნდა დაამარცხონ. მომდევნო წლამდე პირველი პირობის შესრულება, შესაძლოა, მოხერხდეს. მეორე პირობა? აქ მე პესიმისტურად ვარ განწყობილი. ეს რომ იყოს რომელიმე შიდა ტურნირი ან შეჯიბრი მცირე რაოდენობის მონაწილეებით აზიური ქვეყნებისთვის, შესაძლოა, მოგვერხებინა მისი ჩატარება. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს ბევრი სპორტსმენი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ შეესაბამებიან იმ პირობებს, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და რომელშიც, სავარაუდოდ, ვიქნებით მომავალ წელსაც. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია“, - განაცხადა ივატამ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა ერთი წლით გადაიტანა და ის 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.