მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონელმა მეცნიერებმა ანტიდეპრესანტის ალტერნატივა შექმნეს - რა არის მოლეკულა PA-915

PA-915

დეპრესია და შფოთვა მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებულ აშლილობებს შორისაა, რომლებიც, სხვადასხვა შეფასებით, შესაბამისად, მსოფლიოში 264 და 284 მილიონ ადამიანს აწუხებს.

დეპრესია არის განწყობის აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუდმივი სევდით და ყოველდღიური აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვით, ხოლო შფოთვითი აშლილობები ხასიათდება ნერვიულობის, შფოთვისა და შიშის მაღალი დონით, როგორც კონკრეტულ სიტუაციებში, ასევე - ზოგადად.

დღესდღეობით, როგორც დეპრესიის, ასევე შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის, მედიკამენტები და ფსიქოთერაპიის კონკრეტული ტიპები. თუმცა, არსებული თერაპიული სტრატეგიები ყველა ადამიანისთვის ეფექტური არ არის, რაც მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესწავლის აუცილებლობას აჩენს.

იაპონიაში, ოსაკის, კობისა და ჰამამაცუს უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მოლეკულა გამოიყვანეს, სახელწოდებით PA-915, რომელიც დეპრესიის, შფოთვისა და სტრესთან დაკავშირებული აშლილობის სამკურნალოდ გარკვეულწილად პერსპექტიულ შედეგს შეიძლება იძლეოდეს. ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მათ აჩვენეს, რომ მოლეკულა თრგუნავდა როგორც შფოთვის, ასევე დეპრესიისთვის დამახასიათებელ ქცევას იმ თაგვებში, რომლებიც მაღალი დონის სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ჩატარებული კვლევის მთავარი მიზანი იყო, უკეთ გაეგოთ, თუ იმოქმედა PA-915-ის მოლეკულის შეყვანა იმ თაგვებზე, რომელთა ქცევაც იმეორებდა დეპრესიის დიაგნოზის მქონე ადამიანებში დაფიქსირებულ ტენდენციებს იმეორებდა. PA-915 არის ერთგვარი პრეპარატი, რომელიც PAC1 რეცეპტორებს ბლოკავს - სწორედ ისინი ასრულებენ რომლებიც მნიშვნელოვან როლს სტრესულ რეაქციებსა და შფოთვაში.

კვლევის ფარგლებში, იაპონელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თაგვების სტრესის დონე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით. მაგალითად, საკვლევ თაგვებს მუდმივი შეხება უწევდათ აგრესიულ და დომინანტურ თაგვთან, ამასთან, სტრატეგიის ნაწილი იყო კვლევის ობიექტებში მღრღნელების სტრესის ჰორმონის შეყვანა და მათი სხვა თაგვებისგან იზოლირებაც.

როგორც აღმოჩნდა, PA-915-ის შეყვანის შემდეგ, თაგვებში შემსუბუქდა შფოთვისა და დეპრესიის მსგავსი სიმპტოპმები და გაუმჯობესდა კოგნიტიური დისფუნქცია, რაც სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ლაბირნითისა და ცურვის გამოცდებით დადასტურდა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ PA-915 მოლეკულა ამცირებს დეპრესიის და შფოთვის მსგავს ქცევებს ქრონიკული სტრესის მქონე თაგვებში. აღმოჩნდა, რომ მოლეკულას შეყვანის შემდეგ, თაგვები იძულებითი ცურვის ტესტში უფრო ენერგიულად ცურავდნენ და უკეთ ასრულებდნენ ლაბირინთში ნავიგაციას და ობიექტების ამოცნობის ამოცანებს.

ასევე აღმოჩნდა, რომ მოლეკულის ანტიდეპრესანტული ეფექტი ხანგრძლივია, რაც ალტერნატიული პრეპარატების შემთხვევაში, აქამდე დაფიქსირებულ ეფექტებს წააგავს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, PA-915-ის მიღება არ იწვევს დამოკიდებულებისა და კოგნიტიური დეფიციტის გვერდით ეფექტებს, როგორც ეს სხვა მედიკამენტების შემთხვევაში ვლინდება.

საერთო ჯამში, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ PAC1 რეცეპტორების ბლოკირება დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ პერსპექტიული გზაა. მომავალში, მკვლევრების მიერ შექმნილი მოლეკულა შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და გამოიცადოს სტრესთან დაკავშირებული დარღვევების სხვა მოდელებზეც. თუ ის უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდება, მისი შეფასება ადამიანებზე ჩატარებულ იქნება შესაძლებელი, რამაც შესაძლოა, მისი კომერციალიზაცია და ჯანდაცვის ობიექტებში გამოყენება გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები