დღეს, 7 სექტემბერს, იაპონიამ კოსმოსური ლენდერი მთვარეზე წარმატებით გაუშვა - ქვეყნისათვის ეს წელს მეოთხე ცდაა, რადგან წინა მცდელობები ცუდი ამინდის გამო შეფერხდა. იაპონური რაკეტა მთვარის ზედაპირამდე, სავარაუდოდ, თებერვალში მიაღწევს.
წარმატების შემთხვევაში იაპონია გახდება მეხუთე ქვეყანა, რომელიც ლენდერს მთვარის ზედაპირზე დასვამს აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კოსმოსური აპარატი ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე დასვა და ამით ისტორია შექმნა.
იაპონურ ხომალდს მთვარის ორბიტამდე მისაღწევად 4 თვე დასჭირდება, შემდეგ თვეს დედამიწის თანამგზავრის გარშემო რამდენიმე წრეს შეასრულებს და ბოლოს, მთვარის ახლო მხარეს, შიოლის კრატერიდან 100 მეტრში დაჯდება.
იაპონიის ბიუჯეტს მთვარის მისია $100 მილიონი დაუჯდა და მისი მიზანი ქვეყნის შესაძლებლობების დემონსტრირებაა. რაკეტა ლენდერთან ერთად მთვარეზე იაპონიის, ამერიკისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოების საერთო პროექტის მოწყობილობებსაც დასვამს.