მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაპონიამ საკუთარი მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის ახალი გადასახადი შემოიღო

5c3324b9346ab
ანნა ლაპიაშვილი
07.01.19 18:03
1822
დღეიდან იაპონიაში ახალი გადასახადი ამოქმედდა.

Nikkei Asian Review-ის მიხედვით, გადასახადის გადახდა მოუწევს როგორც -უცხოელებს, ისე იაპონელებსაც, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ.

ონლაინ-გამოცემის ცნობით, ყველამ, ვინც დღეიდან ქვეყანას დატოვებს, განურჩევლად იმისა, რითი მგზავრობს - მანქანით, თვითმფრინავით თუ გემით, საზღვარზე 1000 იენი ( $9.2) უნდა გადაიხადოს.

თუმცა გადასახადის გადახდა ყველას ერთნაირი ტარიფით არ მოუწევს და ის ბილეთის ფასზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ახალი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ მხოლოდ მათ, ვინც იაპონიაში ტრანზიტით არის და ქვეყანაში 24 საათზე მეტს ხანს არ გაჩერდება; ასევე გადასახადისგან თავისუფლდებიან ისინიც, ვინც გემით მოგზაურობს და იძულებულები არიან, მეტეოროლოგიური პირობების გამო, იაპონიის პორტით ისარგებლონ; ახალ გადასახადს არ გადაიხდიან ბავშვები ორ წლამდე, ელჩები და უცხო ქვეყნების სახელმწიფოებრივი ვიზიტების წევრები;

გადასახადისგან გათავისუფლებიან ისინიც, ვინც მოგზაურობა შედარებით ადრე დაგეგმა და ბილეთები 7 იანვრამდე შეიძინა.

Nikkei Asian Review წერს, რომ იაპონიის ხელისუფლების გათვლებით, ახალი გადასახადი 2019 წელს ქვეყნის ბიუჯეტს 50 მლრდ იენს ($460,49 მლნ ) შეჰმატებს.

მისივე ინფორმაციით, იაპონიის მთავრობას გათვლილი აქვს, თუ რაში დახარჯავს ამ გზით მიღებულ შემოსავლებს - ხელისუფლება მობილიზებული თანხით აეროპორტში სახის ამომცნობი კამერების, მომსახურების გაუმჯობესების, ტურისტული მომსახურების სფეროში ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები