მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიამ საქართველოს 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა

6142e3d237cd2
BM.GE
16.09.21 10:25
1235
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში მიღებული სამედიცინო აპარატურა გადაეცა.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ.

იაპონიის საგრანტო დახმარების („ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა“) ფარგლებში, შპს. კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ 110 ერთეული დეფიბრილატორისა და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფიის სამინისტროსთვის ეტაპობრივი მოწოდება უზრუნველყო.

სამედიცინო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების მანქანებში განთავსების მიზნით გადაეცა.

„იაპონიის მთავრობამ 110 ერთეული დეფიბრილატორი და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფია გადმოგვცა. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია აღჭურვილი. ეს დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

აღნიშნული აპარატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდების მიმართულებით და ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე.

„სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც იაპონიის მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა, პაციენტების გადარჩენას ემსახურება. კოვიდ 19–ის დროს გულთან დაკავშირებული გართულებები ხშირია. ეს სამედიცინო აღჭურვილობა კი პაციენტების სიცოცხლეს გადაარჩენს და საქართველოს კოვიდ კრიზის გადალახვაში დაეხმარება“,–ამის შესახებ იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირიმ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები