იაპონიაში „კოვიდ 19“-ით ბოლო ერთ დღეში 415 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გასული ბოლო 24 საათის განმავლობაში იაპონიაში ვირუსის 216 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მაღალია.
Reuters-ის ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იაპონიაში „კოვიდ 19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.