Alfa-X საათში 400 კილომეტრს ავითარებს. ახალი გენერაცია იაპონიაის რკინიგზაზე 2030 წლიდან გამოჩნდება. მანამდე კი მისი აქტიური გამოცდა მოხდება.
სარკინიგზო ტრანსპორტი აქამდე ყველაზე სწრაფ, ჩინურ მატარებელ Fuxing Hao -ზე 10 კმ/სთ-თი მეტს ავითარებს, რომელიც პეკინი-შანხაის რეისებს ასრულებს.
იაპონიის რკინიგზაში განმარტავენ, რომ ინოვაციურად სწრაფი, Alfa-X დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ საპოროს დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ახალი მატარებელი, მაგნიტური ლევიტაციის დროს წარმოქმნილი ე.წ. მაგნიტური ბალიშის მეშვეობით ენერგიის ხარჯვის რაოდენობის მინიმალიზაციაც ახერხებს.
სინკანსენის ახალი მატარებელი ვიზუალურადან ორიგინალურად გამოიყურება. სარკინიგზო ტრანსპორტს წინა ნაწილი, ე.წ. ცხვირი 12 მეტრიანი აქვს, რაც სპეციალისტების განმარტებით ქარის სიძლიერეს შეასუსტებს, რომელიც გვირაბებში შესვლისას საკმაოდ მძლავრია.

























