იაპონური კორპორაცია NEC Corporation საგადასახადო ტერმინალების ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას აპირებს. NEC-ი უკონტაქტო გადახდის მომსახურებისას სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებას გეგმავს. თავდაპირველად ტესტირება კომპანიის ტოკიოს ფილიალში გაიმართება.
NEC-ის პროექტის ფარგლებში, ახალი ტექნოლოგიით სახის ამოცნობის NeoFace ტესტირება განხორციელდება, რომელიც მომხმარებლის ანფარიშზე წინასწარ რეგისტრირებულ ფოტოს ტერმინალთან კამერის წინ გადაღებულ ფოტოს შეადარებს. PaySpace magazine-ის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია მაღაზიის სალაროებთანაც დამონტაჟდება.

























